სოფელ აკაურთაში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობა განხორციელდება

სოფელ აკაურთაში წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება. ახალი ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესასრულებლად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოვლენილია, ამ ეტაპზე ხელშეკრულება მზადდება.
პროექტის ფარგლებში 1, 100 გრძივი მეტრის ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ასევე მოეწყობა გვერდულები და სანიაღვრეები.
გზის კეთილმოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები