“ოპოზიცია სახიფათო და, ასევე, არასერიოზულია” – დიმიტრი ხუნდაძე

“ოპოზიცია სახიფათო და, ასევე, არასერიოზულია – ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ოპოზიციის მხრიდან გასაკვირი არ არის, რომ პროკურატურას არ ენდობიან, რადგან ისინი საკუთარ საზოგადოებას და მის გადაწყვეტილებას არ ენდობიან. არასერიოზულია დამოკიდებულება, რომ არჩევნების გაყალბების არგუმენტებად და ფაქტებად მოაქვთ რომ ვიღაცას ბეჭედი ეკეთა, ვიღაცამ ვიღაცა გადაკოცნა, გაუღიმა, აპარატებიც დაადანაშაულეს პარტიულ მიკერძოებაში, ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ როცა პროკურატურაში მიდიხარ, უნდა იცოდე რომ თავად ხარ მომჩივანი და არგუმენტები უნდა წარმოადგინო. მე ვჩივი და თავად მოიძიე არგუმენტები, ეს უკვე არასერიოზულობის ნაწილია. ამიტომ, ისინი სახიფათოები და ასევე არასერიოზულებიც არიან. ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება“, – აღნიშნა  ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები