მიხეილ სარჯველაძე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის სამინისტროში, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბენეფიციარები, უახლესი სისტემებითა და სენსორებით მარაგდებიან.

ამასთან, მათივე ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი საჭიროებების მიმართულებით, უწყება კვლავ აგრძელებს მუშაობას.

“მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მათ, ვინც ინსულინის ტუმბოს (პომპა) იყენებს, სამინისტრო, პოპმპასთან თავსებადი CGM სისტემებით უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე, განიხილეს შაქრიანი დიაბეტის 18 წელს ზემოთ პროგრამაც. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამინისტროსთვის, პრიორიტეტულია პაციენტთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათთვის საჭირო სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, რისთვისაც ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი – კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე – ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი – ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ირინე ჯავახაძე, ექიმები და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები