“მოვუწოდებ ახალგაზრდებს, არ მისცეთ რადიკალურ ოპოზიციას და დესტრუქციულ ძალებს თქვენი მოტყუების და თქვენით მანიპულირების საშუალება” – დავით ჩიხელიძე

“არ წყდება ცესკოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული ნიაღვარი, რომლის მიზანი კონკრეტული პიროვნებების და ცესკოს, როგორც დამოუკიდებელი – მდგრადი ინსტიტუტის დისკრედიტაციაა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “გასული წლების გათვალისწინებით, რთული არ არის გამოცნობა, თუ ვინ დგას აღნიშნული ბინძური კამპანიის უკან”.

“გასულ წლებში საზოგადოებამ არაერთხელ ნახა, რომ ცესკო მუდმივად თავდასხმის ობიექტი იყო, საზოგადოებამ ასევე ნახა, რომ თავდასხმების უკან ოპოზიცია იდგა, რომელთა ბრალდებები უსაფუძვლო და უარგუმენტო იყო, ახლაც ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს. ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც რუსეთში ნამყოფი არ არის, რუსული სკოლის თუ ინსტიტუტის დამთავრებას აბრალებენ, შემდეგ კი გაურკვეველ რუსულ კავშირებზე აპელირებენ. ეს არის ოპოზიციის ნამდვილი სახე, კოლექტიური ოპოზიცია დღეს სიცრუეზე დგას, მათ არჩევნების შემდგომ მოქმედების კონკრეტული გეგმა არ გააჩნია, გეგმის არ არსებობის პირობებში ფონს გასვლას მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, რაც ძირითადად ახალგაზრდებზეა გათვლილი, რომლებიც სიტყვა რუსულის გაგონებაზე განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან და შინაარსში არ შედიან.

მოვუწოდებ ახალგაზრდებს, არ მისცეთ რადიკალურ ოპოზიციას და დესტრუქციულ ძალებს თქვენი მოტყუების და თქვენით მანიპულირების საშუალება, არ აჰყვეთ იაფფასიან პროვოკაციებს, გქონდეთ საკუთარი აზრი/პოზიცია, იმოქმედეთ არა სხვისი, არამედ პირადი შეხედულებისამებრ”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები