ხულოში, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, კომპიუტერები ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ მელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ და რესურსს ცენტრის უფროსმა რამაზ გელაძემ გადასცეს. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
დაჯილდოების ცერემონიას ასევე დაესწრნენ, საკრებულოს დეპუტატები, რესურს ცენტრის თანამშრომლები და მოსწავლეების მშობლები.
ჯამბულატ მელაძემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და განათლების ხელშეწყობაზე ისაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ,
იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.
პროგრამის მთავარ მიზანს, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.