გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აგრძელებს
გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აგრძელებს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს.
დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება კი განისაზღვრება სოციალური ქულების მიხედვით.
გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში (დოკუმენტის ბმული -https://gori.gov.ge/uploads/2023_wlis_socialuri_da_jandacvis_programa.pdf) “,- წერია ინფორმაციაში.