კასპში ევროსაბჭოს ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა” -ს მხარდაჭერის მიზნით მეორე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები, ევროსაბჭოს ექსპერტები მელანი სტივენსი და ოლვენ ბარნი, ასევე პროექტის ექსპერტი საქართველოდან გიორგი მესხიძე. განხილული იქნა პროექტის განხორციელების მიმდინარეობა, ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს პროექტში საკუთარ ფუნქციებსა და ჩატარებულ სამუშაოებზე. პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჯგუფმა მიიღო ექსპერტთა რეკომენდაციები, დასმულ შეკითხვებზე კი დეტალური ინფორმაცია. მელანი სტივენსმა, ოლვენ ბარნმა და გიორგი მესხიძემ ჯგუფის წევრებთან ერთად სოფელ ოკამის სათემო საკონსულტაციო ცენტრის ოთახი დათვალიერეს.