მაღალმთიან რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კოოპერატივების წარმომადგენლებთან, ფერმერებთან და დაინტერესებულ პირებთან – საქართველოს მთავრობის დადგენილების (#265 2017 წელი, 29 მაისი) „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ – საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას. პროგრამის მიზანია: მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ – საძოვრების რაციონალურად ათვისება, მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა, მსხვილფეხა პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა და აპრობირება, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა.
აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ კოტე ხუცაიძემ.
შეხვედრას ესწრებოდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახური უფროსი გიორგი ბუგიანიშვილი.
დამატებითი ინფორმციის მიღება შესაძლებელია სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ვებ-გვერდზე – http://acda.gov.ge.