ზესტაფონი-ხარაგაულის 22 ათასი მცხოვრები ახალი გზით ისარგებლებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. სამინისტროს ინფორმაციით ზესტაფონში, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია ჩხეიძის მე-5 შესახვევს ჩაუტარდა. ახალი გზით ზესტაფონი – ხარაგაულის დაახლოებით 22 ათასი მცხოვრები ისარგებლებს.
მინისტრი ზურაბ ალავიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კიკნაველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის დაგების და კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 000 ლარით დაფინანსდა.