კოდისწყაროს გზის რეაბილიტაცია დასრულდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროში – კოდისწყაროსა და სენაკი-ლესელიძე ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი – მოასფალტებული გზა საქართველოს პარლამენტში კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა გახსნეს.
გზის მოასფალტების სამუშაოები, რომლის სიგრძეც 2 400 გრძივი მეტრია, „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ – მა შეასრულა. პროექტი დაფინანსებულია რეგიონების განვითარების ფონდიდან, პროექტის სამუშაოების ღირებულება 683 553 ლარი ხოლო საგარანტიო ვადა 2 წელია.
აღნიშნული გზით კოდისწყაროს გარდა, გამყოფი ხაზისპირა სოფლების ყარაფილას, სარიბარის და ზადიაანთკარის მოსახლეობა ისარგებლებს. ადგილობრივი მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას დახრამული, ნალექის დროს ტალახის და საფრთხის შემცველი გზის რეაბილიტაციისათვის.