სოფელ ნიგოეთის აღსაზრდელები ახალ საბავშვო ბაღში ივლიან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, 87 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილის დასრულებას ახალ სასწავლო წლისათვის გეგმავს.
კიდევ ერთი თანამედროვე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთში. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
შესრულებული სამუშაოების ხარისხი  რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები.
სოფელში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და მშობლებს დიდი მანძილით დაშორებულ მეზობელ სოფელში უწევდათ პატარების წაყვანა, სადაც  შენობა ასევე ამორტიზებულია.
ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე საბავშვო ბაღში ორივე სოფლის აღსაზრდელები ივლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები