გიგა ბოკერია: ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ელექტროენერგია და განვითარდეს ეკონომიკა
“ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ელექტროენერგია და განვითარდეს ეკონომიკა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიამ საზოგადოებას მოუწოდა, აქციას არ შეუერთდნენ.
„მინდა, მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს. მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ეკონომიკა, ჩვენ გვჭირდება კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისთვის. ჩვენ გჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ელექტროენერგია და განვითარდეს ეკონომიკა“, – განაცხადა ბოკერიამ.
„ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგები თბილისში აქციებს მეორე დღეა, მართავენ.