“ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირმა ევროკავშირში გაწევრიანება გადააქცია ქვეყნებზე ზეწოლის ინსტრუმენტად” – მაია ბითაძე

“ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირმა ევროკავშირში გაწევრიანება გადააქცია ქვეყნებზე ზეწოლის ინსტრუმენტად”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განუცხადა.

ბითაძე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

„ბრიუსელში ვერა და ვერ მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ვიზალიბერალიზაციის ინსტრუმენტალიზაცია და შანტაჟის საგნად გამოყენება, მათ შორის სამსახურებრივი და განსაკუთრებით დიპლომატიური პასპორტის მფლობელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში დგანან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვის სადარაჯოზე. სამწუხაროდ, ამით კიდევ ერთხელ ლუსტრაცია გაუკეთა ბრიუსელმა იმ ორმაგ სტანდარტს, რასაც ერთის კუთხით იგივე ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს მიმართ დადებითი შეფასებები ჰქვია ყველა ინდიკატორის მიხედვით, სადაც ჩვენ ვუსწრებთ ყველა კანდიდატ, მოლაპარაკება გახსნილ სახელმწიფოებს და მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთ წევრს სახელმწიფოს. ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკური განცხადებების დონეზე და ამ ორი წლის განმავლობაში ვიზალიბერალიზაციის ინსტრუმენტალიზაციის კუთხით შანტაჟის საგნად გამოყენებას. ასე, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირმა ევროკავშირში გაწევრიანება გადააქცია ქვეყნებზე ზეწოლის ინსტრუმენტად, რაც ძალიან ცუდია ევროკავშირისთვის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები