ღურტაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, 1971 წლის 11 თებერვალს, სოფელ ღურტაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

“დაღუპულთა ხსოვნას ასევე, პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფელ ღურტის წარმომადგენლებმა.

1971 წლის 11 თებერვალს, სოფელ ღურტაში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულმა ზვავმა 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები