ვახტანგ ბერიძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები, განისაზღვრა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი საქმის წარმოებისთვის არის აუცილებელი.

მათივე ცნობით, მერმა ა(ა)იპ-ების და შპს-ს ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ კონკრეტული დავალებები მისცა და ხაზი გაუსვა სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები