თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.