“ამ ჩემი უბედურების მიზეზები არის ჩემს ბავშვობაში – საბავშვო ბაღში, საბურთალოზე, 4 წლის ასაკში ფეხის თითზე მიკბინა ზვიგენმა და მას შემდეგ ვერ ვიტან ამ ზღვის ცხოველს” – სააკაშვილი

“ამ ჩემი უბედურების მიზეზები არის ჩემს ბავშვობაში – საბავშვო ბაღში, საბურთალოზე, 4 წლის ასაკში ფეხის თითზე მიკბინა ზვიგენმა და მას შემდეგ ვერ ვიტან ამ ზღვის ცხოველს”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა თქვა, “პროკურორმაც უნდა გაითვალისწინოს ეს”.

“ამ თემაზე სიზმარიც დამესიზმრა. სოლოლაკის აღმართს მივუყვებოდით, შევაღეთ კარი, დავიჭირეთ საცოდავი ზვიგენი, დავკალით საბრალო, ძალიან იკლაკნებოდა, მაგრამ დავკალით, შემდეგ ტყეში გადავედით და იქ იყო აფრიკიდან ჩამოტანილი ბაობაბები, მოვჭერით, კოცონი დავანთეთ და ზვიგენი ზედ შევწვით, მთელი სოლოლაკის მოსახლეობა უყურებდა ამ ფაქტს.

მეგობრებო, ახლა ხვდებით რა იდიოტიზმში და აბსურდში ვცხოვრობთ. ამის მეტი რაღა არის საერთოდ? უნდა ვერთიანდებოდეთ არა მხოლოდ სასამართლო დარბაზში, არამედ ჩვენს მოედნებზე, ჩვენს ქუჩებში, აუდიტორიებში, ერთობლივ ღონისძიებებში. ჯერ ქვეყანა და მერე საკუთარი თავი და რომელიმე პარტია, ჯერ ქვეყანა და მერე ამბიციები, ჯერ ქვეყანა და მისი გადარჩება და მერე ძველი წყენები და კინკლაობა. არჩევანი სრულიად ნათელია, საქართველო აუცილებლად გადარჩება. რამხელა კედელიც არ უნდა აგვიშენოს დიქტატურამ, მაინც გავალთ სამშვიდობოზე, მაინც გავალთ სწრაფი განვითარების გზაზე. ყველაფერი გამოგვივა. ახლა დაგტოვებთ კალათბურთი მაქვს სათამაშო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები