“თუ ერთი რომელიმე კონკრეტული სახლი ან ეზო დემონტაჟის დროს ზეგავლენას ახდენს მეორე, გვერდზე მდგომ შენობაზე, მაშინ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ და შეთავაზება გავაკეთოთ უფრო მსხვილ არეალზე,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
„ისტორიულ არეალში ზუსტად ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაკავშირებული სახლები, თბილისური ეზოები. შესაბამისად, თუ ერთი რომელიმე კონკრეტული სახლი ან ეზო დემონტაჟის დროს ზეგავლენას ახდენს მეორე, გვერდზე მდგომ შენობაზე, მაშინ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ და შეთავაზება გავაკეთოთ უფრო მსხვილ არეალზე. ეს შესაძლოა იყოს ორი გვერდზე მომიჯნავე სახლი, სამი თუ როგორც არის მათი ერთმანეთთან დაკავშირებულობა. შესაძლოა, ეს არის ცალკე მდგომი და საერთოდ არანაირ ზეგავლენას არ ახდენდეს სხვა შენობასთან დაკავშირებით. ამიტომ, ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ თუ ჩვენ ამ შეთავაზებას ვაკეთებთ, ეს უნდა იყოს იმგვარ არეალში, რომ ერთი სახლის დემონტაჟი არ ახდენდეს ზეგავლენას მეორე, გვერდზე მდგომ შენობაზე. თუ არადა, ისინი უკვე ერთობლივად განიხილება და გვჭირდება უკვე სრულად ამ ორი თუ სამი შენობის მაცხოვრებლების ას პროცენტიანი თანხმობა“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.