გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს შალვა მაღლაკელიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას შსს ავრცელებას.
სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ წარუდგინა და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა.
გეკა გელაძემ მოადგილესთან, მარიამ ტაბატაძესთან და შალვა მაღლაკელიძესთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.