პაპუაშვილი – კატარის ელჩთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობები და თანამშრომლობა ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის მიმართულებით
“საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შევხვდი, მას ელჩად დანიშვნა მივულოცე და თავის საქმიანობაში წარმატება ვუსურვე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აცხადებს, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და მაღალი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა.
“განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობები და თანამშრომლობა ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის მიმართულებით.
შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს. ხაზი გავუსვით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობასა და დიალოგის აუცილებლობას რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისათვის”, – წერს პაპუაშვილი.