ნიკა გვარამია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ დატოვებს
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ დატოვებს.
გვარამიას პატიმრობის 8-თვიანი ვადა 12 თებერვალს ეწურება.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.