ეპშტეინმა თავისი კუნძულისთვის ასობით ლიტრი გოგირდმჟავა იმ დღეს შეიძინა, როდესაც FBI-მ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ახლად გამოქვეყნებული ეპშტეინის ფაილები ავლენს, რომ 330 გალონი (დაახლოებით 1250 ლიტრი) გოგირდმჟავა მის კერძო კუნძულზე, Little St. James-ზე, იმავე დღეს მიიტანეს, როდესაც FBI-მ სექსუალური ტრეფიკინგის გამოძიება დაიწყო.

ქვითრები და შიდა ელექტრონული ფოსტა მიუთითებს, რომ კოროზიული ქიმიური ნივთიერების ექვსი 55-გალონიანი კასრი კუნძულზე 2018 წლის 12 ივნისს მიიტანეს.

დოკუმენტების მიხედვით, ნივთიერება აღნიშნულია როგორც წყლის გამწმენდი სისტემების ნაწილი (Reverse Osmosis), რათა წყლის მჟავიანობა რეგულირებულიყო და ფილტრაციის ეფექტურობა შენარჩუნებულიყო. ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, შეკვეთა დანაშაულებრივ ქმედებას არ წარმოადგენდა.

ახლად გამოქვეყნებული ჩანაწერები სხვა ელფოსტები, მათ შორის 2013 წლით დათარიღებული მიმოწერები, მოწმობს, რომ გოგირდმჟავა კუნძულზე წყლის გამწმენდი სისტემის ნაწილად ნამდვილად გამოიყენებოდა.

გამოძიების ოფიციალურ ჩანაწერებში ნათქვამია, რომ შეძენა განხორციელდა ტექნიკური, ლეგიტიმური გამოყენების მიზნით, თუმცა სოციალურ ქსელებში და მედიაში წერენ, რომ ფაქტი, შესაძლოა, ეპშტეინის დანაშაულებთან იყოს დაკავშირებული.

გავრცელებული ვარაუდებით, ქიმიური ნივთიერება, შესაძლოა, მტკიცებულებების ან თუნდაც ადამიანის ნეშტის გასანადგურებლად შეძენილიყო, თუმცა, ამ მოსაზრების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები