“როდესაც ჰელსინკის კომისიის წევრები სხვადასხვა ფინანსურ სკანდალში შესაძლოა, გაეხვნენ, მათი მხრიდან საქართველოს კრიტიკა ნამდვილად არარელევანტური და უადგილოა” – წილოსანი
“ალბათ, არაფერი გაგვიკვირდება ჰელსინკის კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ეფშტეინის ფაილებმა უკვე სრულად ჩამოხსნა ნიღაბი მთლიანად ამერიკულ პოლიტიკურ იშთებლიშმენტს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.
ის ეხმაურება დღეს დაგეგმილ შეხვედრას, რა დროსაც ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებს.
“იმ პირობებში, როდესაც ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელი იქნება თუ მისი წევრები სხვადასხვა ფინანსურ სკანდალში შესაძლოა გაეხვნენ, მათი მხრიდან საქართველოს კრიტიკა და საუბარი, მითითებები თუ როგორ უნდა შევასრულოთ ის არასწორი დავალებები, რომლებსაც გარედან გვაძლევდნენ, ნამდვილად არარელევანტური და უადგილოა”, – აცხადებს წილოსანი.