გიორგი სვანიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სოფლის საჭიროება და პრიორიტეტი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მუნიციპალიტეტის მერთან ზამურ ჭითანავასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფლების – ხატისოფლის, ვანათისა და სამტრედოს მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.

“მოვისმინეთ ადგილობრივების მოსაზრებები და ვისაუბრეთ არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სოფლის საჭიროება და პრიორიტეტი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.” –აღნიშნა გიორგი სვანიძემ
ადგილობრივებმა დაასახელეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე. მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რათა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები სრულად პასუხობდეს ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებებს.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ: ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე, რაჭისუბნის თემის მაჟორიტარი ალექსანდრე რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევი და მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები