რუსეთში, კოლეჯში სტუდენტმა ცეცხლი გახსნა – არის მსხვერპლი

რუსეთის ქალაქ ანაპაში, კოლეჯთან სროლა მოხდა,- ამის შესახებ უსაფრთხოების ძალებთან დაახლოებული Telegram-ის არხები წერენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოდარის მხარის მთავარი სამმართველოს ცნობით, სტუდენტმა ტექნიკური სკოლის შესასვლელში ცეცხლი გახსნა.

მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ სროლის შედეგად, სკოლის დაცვის თანამშრომელი დაიღუპა.

მისივე ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა, მსროლელი კი დაკავებულია. ის 2008 წელს დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცია.

“დაცვის თანამშრომელმა პირველმა მიიღო დარტყმა, სწრაფად მოახდინა რეაგირება და სამართალდამცავები გამოიძახა. მან თავდამსხმელს ტექნიკურ სკოლაში შესვლის უფლება არ მისცა”,- განაცხადა გუბერნატორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები