აშშ-ში თვითმფრინავის ეკიპაჟმა მარიხუანას შემცველი კანფეტები შეჭამა და საავადმყოფოში აღმოჩნდა

აშშ-ში, ავიაკომპანია „ბრიტანეთის ავიახაზების“ სამი ბორტგამცილებელი საავადმყოფოში მგზავრის მიერ მიცემული ტკბილეულის ჭამის შემდეგ მოათავსეს.

ინციდენტი ლონდონიდან ლოს-ანჯელესში ფრენის შემდეგ მოხდა. ერთ-ერთმა მგზავრმა ეკიპაჟს მადლიერების ნიშნად ტკბილეული გადასცა. გასინჯვის შემდეგ მალევე, მათ სერიოზული გვერდითი ეფექტები აღენიშნებოდათ და სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თითოეული კანფეტი მარიხუანას უკიდურესად მაღალ დოზას შეიცავდა.

პოლიცია ეძებს მგზავრს, რომელმაც ბორტგამცილებლებს ნარკოტიკები მისცა.

British Airways-მა შიდა გამოძიება გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები