ბექა ლილუაშვილი: გიორგი შენგელიამ თავისი ნაბიჯით დაადასტურა, რომ მიუღებელია მეთოდები, რასაც იყენებს „ქართული ოცნება“ პატიოსანი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებით

“გიორგი შენგელიამ თავისი ნაბიჯით დაადასტურა, რომ მიუღებელია ის, რა მეთოდებსაც იყენებს „ქართული ოცნება“ პატიოსანი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების გზით”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” მის წინამორბედს ემსგავსება.

„გიორგი შენგელიამ თავისი ნაბიჯით დაადასტურა, რომ მიუღებელია ის, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება, რა ნაბიჯებსაც და რა მეთოდებსაც იყენებს „ქართული ოცნება“ პატიოსანი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების გზით, მის წინამორბედს როგორ ემსგავსება, როდესაც პოლიტიკურად ავიწროებს სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ადამიანებს. როგორც ჩანს, გეგასთვის ეს მისი ფასეულობებიდან გამომდინარე მიუღებელი აღმოჩნდა და, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო. გეგამ უკვე გააკეთა განცხადება თავის გეგმებთან დაკავშირებით და, ჯერჯერობით, ის პოზიციაა მის პოლიტიკურ პერსპექტივებზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა სხვადასხვა მერისთვის ცენტრალური პარტიის ოფისიდან სხვადასხვა დავალების მიცემა, რაც ძირითადად გულისხმობდა ჩვენი გუნდის მხარდამჭერების თუ ჩვენი თანამოაზრეების პოლიტიკურად შევიწროებას, რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეებს ვგულისხმობ. რაც გულისხმობდა მათ სამსახურიდან გათავისუფლებას. მე როგორც ვიცი, მასთანაც მსგავსი ტიპის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები