გიორგი ვოლსკი მზია ამაღლობელის საქმეზე: ხელის გარტყმა ამ შემთხვევაში მხოლოდ კრიმინალურ დანაშაულად არ ითვლება – ეს არის განზრახ ჩადენილი ქმედება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება.

მისი თქმით, ელჩების გარკვეული ნაწილი, რომლებიც პრეტენზიებს გამოთქვამენ, მათ ქვეყნებში პოლიციელზე ხელის გარტყმისთვის კი არა, სიტყვის თქმისთვისაც კი სერიოზული სასჯელი არის.

„ხელის გარტყმა ამ შემთხვევაში მხოლოდ კრიმინალურ დანაშაულად არ ითვლება. ეს არის განზრახ ჩადენილი ქმედება, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების მორყევის, განუკითხაობის, ძალადობის დაშვების ატმოსფეროს შექმნას ემსახურება. ამას ემსახურება ელჩების გარკვეული ნაწილიც, რომლებიც პრეტენზიებს გამოთქვამენ, თუმცა მათ ქვეყნებში პოლიციელზე ხელის გარტყმისთვის კი არა, სიტყვის თქმისთვისაც კი არის სერიოზული სასჯელები. ამოცანაა, რომ შექმნან დესტაბილიზაცია ქვეყანაში და ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ადამიანები, ვისაც უბრძანებ და ჩაერთვება ომში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები