ტრამპმა აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტად თავისი მემკვიდრე დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მომავალ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ ყველაზე სავარაუდო კანდიდატია, თუმცა „ამის თქმა ნაადრევია“.

„ის [პრეზიდენტობის კანდიდატი], სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტია. ჯერ ნაადრევია, მაგრამ ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ამ ეტაპზე, ალბათ, ის ფავორიტია“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

მისი თქმით, არიან სხვა კანდიდატებიც, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები