ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სროლა მოხდა, არიან დაშავებულები

ჯორჯიის შტატში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაში აცხადებენ, რომ მათ ტერიტორიაზე სროლა მოხდა და არიან დაშავებულები.

„ფორტ სტიუარტი მე-2 ჯავშანტექნიკის ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის ტერიტორიაზე აქტიური სროლის ინციდენტის გამო ჩაკეტილია. ბაზა დილით, ადგილობრივი დროით 11:04 საათზე ჩაიკეტა, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ“, – ნათქვამია ბაზის Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე, მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები