მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

,,ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, ამაღლობელს მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები