ტრამპი მომდევნო კვირას პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ტრამპმა თავისი გეგმები ოთხშაბათს, 6 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას გაამჟღავნა.
ამასთან, გამოცემისთვის უცნობია, დათანხმდნენ თუ არა პუტინი და ზელენსკი ტრამპის გეგმას.
ევროპელი ლიდერები ამ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებენ.