პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას აქციაზე ყოფნა გააპროტესტეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პროტესტის მიზეზი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობა გახდა.
მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვებაც მოუწიათ.