BBC: ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, უკრაინაზე რუსული თავდასხმების რაოდენობა გაორმაგდა

მას შემდეგ, რაც იანვარში დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა მეორედ დაიკავა, რუსეთის მიერ უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები გაორმაგდა.

BBC Verify-ის ანალიზის თანახმად, თავდასხმები ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გაძლიერდა, მაგრამ გასული წლის ნოემბერში, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.

უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების რაოდენობამ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

მედიის ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრამპს დროდადრო რუსეთთან ფლირტში ადანაშაულებენ. შეერთებულმა შტატებმა ასევე ორჯერ შეაჩერა მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მიწოდება უკრაინაში. ამასობაში, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთში ბალისტიკური რაკეტების წარმოება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 66%-ით გაიზარდა.

„BBC Verifi-ის მიერ უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გამოქვეყნებული ყოველდღიური ინციდენტების შესახებ ანგარიშების გამოყენებით გადამოწმებული მონაცემები აჩვენებს, რომ 20 იანვრიდან, როდესაც ტრამპმა თანამდებობა დაიკავა, 19 ივლისამდე რუსეთმა 27 158 საბრძოლო მასალა ისროლა, ბაიდენის პრეზიდენტობის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 11 614 იყო“, – ნათქვამია სტატიაში.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრმა, სენატორმა კრის კუონსმა, BBC Verify-ს განუცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შეჩერების გადაწყვეტილებამ და რუსეთთან ურთიერთობებისადმი ტრამპის „უფრო ფართო მიდგომამ“ შესაძლოა კრემლი დაარწმუნა, რომ მას აქვს უკრაინაზე თავდასხმების გაზრდის თავისუფლება.

„პუტინი ტრამპის სისუსტით თავს აშკარად მხნედ გრძნობს და უკრაინელ ხალხზე სასტიკი თავდასხმები გააძლიერა, განმეორებით ესხმის თავს საავადმყოფოებსა და სამშობიარო განყოფილებებს, უკრაინის ელექტრო ქსელს და სხვა სამოქალაქო სამიზნეებს“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები