გიორგი ვოლსკი დათაშვილის ექსპერტიზაზე: დაცვამ წარმოადგინა ამ შემთხვევაში ეს არგუმენტი ფსიქიკური მდგომარეობის თაობაზე – გამოიყენა თავისი სტრატეგიის რეალიზაციისათვის
“დაცვამ ამ შემთხვევაში წარმოადგინა არგუმენტი ფსიქიკური მდგომარეობის თაობაზე – გამოიყენა თავისი სტრატეგიის რეალიზაციისათვის,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილისთვის ექსპერტიზის დანიშვნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„თუ პროკურატურა წარმოადგენდა ცნობას ნებისმიერ საქმეზე ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ან ნებისმიერი სხვა ვითარების თაობაზე, დაცვას აქვს უფლება და ვალდებულიც არის, მოითხოვოს ამის გადამოწმება. ისევე, როგორც დაცვამ წარმოადგინა ამ შემთხვევაში ეს არგუმენტი ფსიქიკური მდგომარეობის თაობაზე, გამოიყენა თავისი სტრატეგიის რეალიზაციისათვის, რასაკვირველია, აქ ავტომატურად პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს. თუ პროკურატურამ არა, მაშინ სასამართლომ უნდა მოახდინოს ნებისმიერი არგუმენტის გადამოწმება. უფლებადამცველები ამ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ გარკვეულ პოლიტიკურ სარჩულს დაუდებენ პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას და განავითარებენ თავის იდეას, რომ თითქოსდა, რეპრესიული აპარატი მოქმედებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პროკურორ დავით ყაზარაშვილის განმარტებით, ნინო დათაშვილის ექსპერტიზა „გამოწვეულია არა ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებით, არამედ უშუალოდ დაცვის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შინაარსით, სადაც კონკრეტული თანმხლები დაავადებაა მითითებული“.