ვლადიმერ პუტინმა და სტივ უიტკოფმა შეხვედრაზე უკრაინის კრიზისის საკითხი განიხილეს
კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა.
მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის კრიზისის საკითხი განიხილეს.
„თუ თემებზე ვისაუბრებთ, პირველი, რა თქმა უნდა, უკრაინის კრიზისი იყო. ჩვენი მხრიდან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სიგნალები გადავეცით. შესაბამისი სიგნალები პრეზიდენტ ტრამპისგანაც მივიღეთ. მეორე თემა კი აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლო განვითარების პერსპექტივები“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.