გრიგოლ გეგელია – პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე: არანაირი თავდასხმა არ ყოფილა – ყველაფერი არის კარგად და იქნება კარგად

არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, არანაირი მნიშვნელოვანი ექსცესი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა გაასწოროს ფოკუსი და გაიხსენოს, ვინ არის ქვეყნის მტერი.

„ჩვენი ძირითადი მიზანია ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არის მღელვარება, მაგრამ მე მესმის, არანაირი პრობლემა არ არის, არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, არანაირი მნიშვნელოვანი ექსცესი. განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოზიცია აქვს, გავაგრძელებ ამ ქვეყნისთვის ბრძოლას. ყველაფერი არის კარგად და იქნება კარგად. არავითარი სხვა სამიზნე და წინააღმდეგობა არ არსებობს და არ იარსებებს. მინდა, ყველა ადამიანს ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. განურჩევლად იმისა, თუ ბრძოლის ვის რა ტაქტიკა გვაქვს, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები