აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის სპეციალურ წარმომადგენელს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა და დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.
როგორც თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, მიმდინარე ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს და უახლოეს მომავალში, ევროპელ პარტნიორებთან ამ მიმართულებით იმუშავებს.
„ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, ახლახან ჰქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. დიდი პროგრესი იქნა მიღწეული! ამის შემდეგ მე ჩვენს ზოგიერთ ევროპელ მოკავშირეს მივაწოდე ინფორმაცია. ყველა თანხმდება, რომ ეს ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს და ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ მომდევნო დღეებსა და კვირებში“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.