დაკარგული მამაკაცის ცხედარი 28 წლის შემდეგ გაყინული იპოვეს

პაკისტანის შორეულ და მთიან კოჰისტანის რეგიონში, დნობის პროცესში მყინვარის ქვეშ 28 წლის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს,- ინფორმაციას, “ბიბისი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, მწყემსი შემთხვევით წააწყდა ცხედარს, რომელიც კარგად იყო შემონახული, ტანსაცმელი კი ხელუხლებელი იყო.

გვამთან ერთად იპოვეს პირადობის მოწმობა, რომელზედაც ნასირუდინის სახელი იყო მითითებული. პოლიციამ მისი კვალი იმ მამაკაცთან დააკავშირა, რომელიც ამ ტერიტორიაზე 1997 წლის ივნისში გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც ქარბუქის დროს მყინვარის ნაპრალში ჩავარდა.

რეგიონში ბოლო წლებში თოვლის ნალექი შემცირდა, რის გამოც მყინვარები მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ, რაც მათ უფრო სწრაფად დნობას უწყობდა ხელს.

ექსპერტების თქმით, ამ აღმოჩენამ აჩვენა, თუ როგორ დააჩქარა კლიმატის ცვლილებამ მყინვარების დნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები