„არაფერია უფასო“ – ორბანმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების შემცირების შესახებ განაცხადა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების ოდენობა შეამციროს.

მან ეს განცხადება სოციალურ ქსელ X-ში საკუთარ გვერდზე გააკეთა.

„როდესაც უკრაინას თავს დაესხნენ, უნგრეთმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა თავისი მეზობლისთვის. ჩვენ დავეხმარეთ ათასობით გაჭირვებულ ადამიანს და დღესაც ვაგრძელებთ ამის გაკეთებას. ჩვენი პასუხისმგებლობა ნათელია: დახმარება, მაგრამ არასდროს საფრთხეში ჩაგდება უნგრების ინტერესების. ეს არის ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ“, – წერს ორბანი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინელებისთვის ადრე გაწეული დახმარების დონე ძალიან მაღალია. მანვე დასძინა, რომ უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ლტოლვილები იგივე სახელმწიფო დახმარებას იღებდნენ, რასაც უნგრეთის მოქალაქეები.

ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ლტოლვილები ახლა ნაკლებ დახმარებას უნდა ელოდონ და აღნიშნა, რომ „მსოფლიოში არაფერია უფასო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები