„განვიხილეთ ის, რაც მოსკოვში გაჟღერდა“ – ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა
განვიხილეთ ის, რაც მოსკოვში გაჟღერდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად დაიცავს თავის დამოუკიდებლობას.
„ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია – ომი უნდა დასრულდეს. და ეს უნდა მოხდეს პატიოსნად. ზარზე ევროპელი ლიდერები იმყოფებოდნენ და თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. ჩვენ განვიხილეთ ის, რაც მოსკოვში [პუტინი-უიტკოფის შეხვედრაზე] გაჟღერდა.
უკრაინა აუცილებლად დაიცავს თავის დამოუკიდებლობას. ჩვენ ყველას გვჭირდება ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობა. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.