ტრამპმა ინდოეთს დამატებით 25%-იანი ტარიფი დაუწესა – მთლიანი ტარიფი 50%-მდე გაიზარდა

რუსეთიდან ნავთობის შესყიდვისთვის „სასჯელად”, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს, ინდოეთისთვის 25%-იანი დამატებითი ტარიფების დაწესება გამოაცხადა, რითაც ტარიფების საერთო რაოდენობა 50 პროცენტამდე გაიზრდება,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

დღეს ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებაში ტრამპმა დაწერა: „მე ვადგენ, რომ ინდოეთის მთავრობა ამჟამად, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთის ფედერაციის ნავთობს იმპორტს ახორციელებს. საჭიროდ მივიჩნევ ინდოეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადის დაწესებას.

50%-იანი ტარიფის გაზრდა ინდოეთი-აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით გაკეთებულ გაღიზიანებულ კომენტარებს რამდენიმე საათში მოჰყვა.

თეთრი სახლის განცხადებით, ტარიფის მიზანია ეკონომიკური ზეწოლა მოხდეს იმ პარტნიორებზე, რომლებიც ე.წ. „არასანქცირებულ ენერგორესურსებზე“ დამოკიდებულებას არ ამცირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები