შსს-ში აცხადებენ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მოშიმშილე უკრაინის მოქალაქეებს ქართულ მხარესთან კონკრეტული მოთხოვნა არ აქვთ

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ხუთმა მოქალაქემ, რომლებიც რამდენიმე კვირაა, საქართველოს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე იმყოფებიან, უვადო შიმშილობა გამოაცხადეს.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მათ ქართულ მხარესთან არანაირი კონკრეტული მოთხოვნა არ აქვთ.

„მათ ქართულ მხარესთან კონკრეტული მოთხოვნა არ აქვთ და მათი მიზანია, რომ წითელი ჯვრის ხელშეწყობით და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ დროულად“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები