მიხეილ დუნდუა – უსაფრთხოებისა და დაცულობის ინდექსზე: საქართველო გამორჩეულია ამ თვალსაზრისით და ამას ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს

,,საქართველო გამორჩეულია ამ თვალსაზრისით და ამას ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ტურისტული სექტორისთვის, მოგზაურთათვის”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, უსაფრთხოებისა და დაცულობის ინდექსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველას უსაფრთხო გარემო ელოდება.

„საზოგადოების უსაფრთხოებისა და დაცულობის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-14 პოზიციაზეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ, ჯამში, 24 სახელმწიფოს. დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას. საქართველო გამორჩეულია ამ თვალსაზრისით და ამას ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ტურისტული სექტორისთვის, მოგზაურთათვის. ვისაც საქართველოში ჩამოსვლა უნდა, დროის გატარება, აქ უსაფრთხო გარემო ყველას ელოდება“, – აღნიშნა დუნდუამ ,,ქრონიკასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსი და მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები