რუბიო: დღის განმავლობაში რამდენიმე დისკუსია გვექნება და იმედია, გარკვეული განცხადებები გაკეთდება – შესაძლოა, პოზიტიური, შესაძლოა – არა

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, დღის განმავლობაში გარკვეული განცხადებები გააკეთოს.

როგორც RBC-Ukraine იუწყება, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარკო ჯურიჩთან შეხვედრის დროს განაცხადა.

რუბიოს ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს უიტკოფისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ.

სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ უიტკოფი უკვე მოსკოვიდან ბრუნდება და სპეციალურ წარმომადგენელთან საუბარი ჰქონდა.

„დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე დისკუსია გვექნება და იმედია, გარკვეული განცხადებები გაკეთდება, ასე რომ, ვნახოთ. შესაძლოა, დადებითი, შესაძლოა – არა“, – დასძინა რუბიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები