ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე, იარივ ლევინი არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

„მოხარული ვარ, მოგილოცოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა. გისურვებთ წარმატებებს საქართველოს პარლამენტისა და ქართველი ხალხის სასიკეთოდ.

უკანასკნელ წლებში ჩვენს ერებს შორის კავშირები იზრდება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, უფრო მტკიცე ხდება პარლამენტებს შორის თანამშრომლობა. იმედია, უახლოეს პერიოდში გვექნება პირადად შეხვედრის, არსებული კავშირების გაღრმავებისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ახალი პარტნიორობების განვითარების შესაძლებლობა”, – აღნიშნავს ქნესეთის თავმჯდომარე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები