“იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით განვითარდება,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობა და ბიზნეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
“იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით განვითარდება. რაც შეეხება იმას, რომ ტრაექტორია ჩვენი ურთიერთობებისა უნდა შეიცვალოს, სრულიად ვეთანხმები და ეს ყველაფერი კარგად იყო ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შემდეგ. საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობა და საჭიროა ბიზნეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ამ რეგიონში, მათ შორის საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატების შორის ურთიერთობები არის საკვანძო მნიშვნელობის“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.