ლიბანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები დაგმო

ლიბანი გმობს ქუვეითსა და ბაჰრეინზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს და სოლიდარობას უცხადებს ორი ქვეყნის ხელისუფლებას, – ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე, ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საუდ ალ-ატვანმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოთხშაბათს 13 ბალისტიკური რაკეტა და 17 დრონი ჩაჭრეს. ამასთანავე, ბაჰრეინის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს სამეფოსკენ მიმართული სამი რაკეტისა და რამდენიმე დრონის განადგურების შესახებ.

„ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს მოძმე სახელმწიფოს, ქუვეითის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებრივ და მიმდინარე თავდასხმებს, რომელთაგან ბოლო იყო ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალზე განხორციელებული მზაკვრული თავდასხმა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგმო ბაჰრეინში სამიზნეებზე თავდასხმის მცდელობა.

„სამინისტრო ასევე მკაცრად გმობს ბაჰრეინის სამეფოში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის მცდელობას, სანამ მათკენ მიმართული რაკეტები ბაჰრეინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ არ ჩაიჭრებოდა“, – აღნიშნა სამინისტრომ.

ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა ქუვეითისა და ბაჰრეინის, მათი ხელმძღვანელობისა და ხალხის მიმართ და მხარდაჭერა გამოხატა ორი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ზომების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები