ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.
როგორც ცნობილია, ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებსაც ავტომობილი დაუკითხავად ჰყავდათ წაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.