ორი დაღუპული და ცხრა დაშავებული – რუსებმა ხერსონზე თავდასხმა განახორციელეს

ხერსონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.

რუსების იერიშის სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გახდა, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.

„რუსი ჯარისკაცები ხერსონზე თავდასხმას აგრძელებენ. ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მტრის დრონების დარტყმების შედეგად, მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაში ბინებს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

მაშველები უკიდურესად რთულ პირობებში, განმეორებითი დარტყმების საფრთხის ქვეშ მუშაობდნენ“, – ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

დაშავებულ მოქალაქეებს პირველადი დახმარება გაეწიათ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები